Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე გახდა
ambebi.ge
24 October 2016, 22:20
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე გახდა. მან განმეორებითი ფარული კენჭისყრის დროს მაუწყებლის ბორდის ოთხი წევრიდან სამის ხმა მოიპოვა.
პირველი კენჭისყრის დროს ნათია კაპანაძეს ორი ხმა ჰქონდა, გიორგი მოისწრაფიშვილს - ერთი, ხოლო ერთი ხმა გაბათილდა. როგორც ნათია კაპანაძემ Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. განაცხადა, არხის რეორგანიზაციას არ გეგმავს და მისი მიზანია მაუწყებლის განვითარება.

"ჩემი ძირითადი აქცენტი არის პროგრესი, ანუ იმის გაგრძელება, რაც უკვე დაიწყო, ოღონდ სწრაფი ნაბიჯებით და განვითარებაზე ორიენტირებული ხედვით. რაც შეეხება რეორგანიზაციას, ამ ეტაპზე არ განიხილება ეს პროცესი. პირიქით, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ბევრნი და ძლიერები გავხდებით და უფრო მეტად შევძლებთ იმ გამოწვევებზე პასუხის გაცემას, რაც დღეს გვაქვს და გვექნება სამი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ნათია კაპანაძემ.
ნათია კაპანაძე დირექტორის პოსტზე საქმიანობას 21 დეკემბრიდან შეუდგება და აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამჟამად არხს სოსო სტურუა ხელმძღვანელობს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი